საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პარლამენტში ინიცირება მომავალ კვირას მოხდება. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ბიუროს სხდომაზე განმარტება გაალეთა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ „ინიცირება კანონპროექტის განხილვის დაწყებას და მიღებას არ ნიშნავს".
„ხაგზაგსმით მინდა აღვნიშნო, რომ ინიცირება არ ნიშნავს განხილვის დაწყებას და ინიცირება არ ნიშნავს კანონპროექტის მიღებას. განხილვები და მიღებები იქნება ვენეციის კომისიის მუშაობს პალალელურად - ჯერ უნდა დაველოდოთ ვენეციის კომისიის ექსპერტების ვიზიტს, მათ რეკომენდაციებს, შემდეგ უკვე მათ დასკვნას და ახალი საარჩევნო კოდექსი ამის შემდეგ იქნება მიღებული", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე შეფასებით, საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა გეგმის ფარგლებში ხორციელდება.