მოსკოვში ვიზიტით მყოფი მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი 23 დეკემბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეს, ფრაქცია "ედინაია როსიას" ხელმძღვანელს ბორის გრიზლოვს და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქცია "ედინაია როსიას" წევრს კონსტანტინ კოსაჩევს შეხვდა.
საუბარი შეეხო პარტია "ედინაია როსიასა" და მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" შორის თანამშრომლობის საკითხებს, აგრეთვე ქუთაისსა და მოსკოვში "დიდების მემორიალის" აღდგენის თემას.
23 დეკემბერს ზურაბ ნოღაიდელი ასევე შეხვდა რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს. ამ შეხვედრაზეც განხილული იყო "დიდების მემორიალის" აღდგენის საკითხი. ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ფაშიზმთან ბრძოლის მსხვერპლნი პატივისცემას იმსახურებენ და ამ თემაზე საუბარი, შესაძლოა, დიალოგის აღდგენის საფუძველი გახდეს.