"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი დღეს ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდა. გიორგი თარგამაძემ და გერმანელმა სტუმრებმა ორი ქვეყნის, ასევე ქართველი და გერმანელი "ქრისტიან-დემოკრატების" ურთიერთობის პერსპექტივაზე ისაუბრეს.
მხარეებმა საქართველოსა და კავკასიის რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარება, ქართულ-რუსული ურთიერთობები, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების გამოწევევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გერმანიაში ივლისში იმყოფებოდა. გიორგი თარგამაძემ შეხვედრა კანცლერის ადმინისტრაციაში, ბუნდესტაგში, ადენაუერის ფონდის ცენტრალურ ოფისში ფონდის ხელმძღვანელობასთან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დასაქმებისა და სოციალურ საკითხთა და ეკონომიკის სამინისტროებში გამართა.
გერმანელი და ქართველი "ქრისტიან-დემოკრატები" მომავალ წელს საქართველოში რამდენიმე ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე შეთანხმდნენ.