2009 წლის 23 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა მიიღო საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქ. ერევანში) ვაჰიდ ელ-დინ ისმაილ გალალი.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს 9-10 დეკემბერს ქ. კაიროში გამართული საქართველო-ეგვიპტის პოლიტიკური კონსულტაციების შედეგები და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.