11 სექტემბერს ორი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც მოლდოვა არჩეული პრეზიდენტის გარეშე ცხოვრობს, რაც მსოფლიო რეკორდად ითვლება.
მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი ვლადიმერ ვორონინი, 2009 წლის 11 სექტემბერს გადაგა. მას ქვეყნის მეთაურის პოსტი 2001 წლიდან, ორი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ეკავა და ქვეყნის კონსტიტუციის მიეხდვით, პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადით ყოფნა აღარ შეეძლო.
ამ ხნის შემდეგ პრეზიდენტის პოსტს პარლამენტის მიერ შერჩეული მიხაი გიმპუ ასრულებდა, რადგანაც 2009 წლის შემოდგომაზე ქვეყანამ პრეზიდენტის არჩევა ვერ მოახერხა. გიმპუ თავის მოვალეობას ახალი პარლამენტის შეკრებამდე ასრულებდა.
მას შემდეგ რაც 2010 წლის 28 ნოემბერს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება მარიან ლაპუმ დაიწყო.
ამ ხნის განმავლობაში მოლდოვამ პრეზიდენტის არჩევა ოპოზიციის გამო ვერ შეძლო, რომელმაც ამ პოსტზე არც ერთ კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.