საფრანგეთში საქართველოს ელჩი მამუკა კუდავა საფრაგნეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის თბილისში ვიზიტს ადასტურებს. როგორც კუდავამ ჟურნალისტებს "რადიოსონში" მიმდინარე ამბასადორიალის დაწყებამდე განუცხადა, სარკოზი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა, თუმცა ქართველ დიპლომატს ვიზიტის ზუსტი თარიღი არ დაუკონკრეტებია.
"საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოსვლას აპირებს, ის თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა", - განმარტა კუდავამ, რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, საფრანგეთში საქართველოს ელჩის განცხადებით, სარკოზისთან შეხვედრის ძირითადი თემები რუსეთის მხრიდან სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შეუსრულებლობა და ევროიკავშირთან დაახლოება იქნება.