სამთავრობო საათზე ალექსანდრე ხეთაგური და გოგა ხაჩიძე ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს წარსდგებიან.
მინისტრები ძირითადად ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით მოსახლეობაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრებენ.
ამასთან, დეპუტატებს მთავრობის წევრებისგან გამრიცხველიანებისა და ზამთარში მოსახლეობის შეშით მომარაგების უზრუნველყოფის საკითხებიც აინტერესებთ.
ამ საკითხს დღეს დეპუტატები ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.