საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვის ბოლოს პოლონეთში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილ სამიტს დაესწრება. ამის შესახებ სასტუმრო "რადისონში" მიმდინარე ამბასადორიალზე ჟურნალისტებს ევროკავშირში საქართველოს ელჩმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.
სამადაშვილი ასევე გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებას საქართველოსა და მოლდოვის შესახებ.
ელჩის განცხადებით, ტუსკის განცხადებს ეს არის პირდაპირი განცხადება იმის შესახებ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებს შორის საქართველო გახლავთ ლიდერი ქვეყანა.
"საქართველოში მიმდინარე რეფორმები და მიღწევები ადეკვატურად არის შეფასებული ევროპაში. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო ეს არის ის ქვეყანა სადაც ევროპა მოელის უფრო დიდ წარმატებს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მონაწილეობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში", _ განუცხადა ჟურნალისტებს სამადაშვილმა.
მისივე თქმით, ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გამოჩნდება პოლონეთში თვის ბოლოს დაგეგმილ სამიტზე.