ქართველ დიპლომატები ინსტრუქციებს მიიღებენ. როგორც ამბასადორიალის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა, უცხოეთში აკრედიტებულ ქართველ დიპლომატებთან შეხვედრა ტრადიციული ხასიათისაა და მას დიდი მნიშვნელობა აქვს.
"ჩვენ ელჩებისგან გვაინტერესებს როგორ წარვმართოთ მუშაობა იმ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებშიც ისინი არიან მივლენილნი. აუცილებელია, ჩვენმა დიპლომატებმა მიიღონ ინსტრუქციები საქართველოს მთავრობისა და კონკრეტულად პრეზიდენტისგან", - განმარტა ვაშაძემ.
მისივე თქმით, ინსტრუქციებისას აქცენტი ოთხ ძირითად მიმართულებაზე იქნება გაკეთებული.
"პირველი - საქართვველოსთვის უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შექმნა, რომ გაგრძელდეს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები და ეკონომიკური აღმშენებლობა. მეორე - დეოკუპაცია- ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანა და იქ სამშვიდობო ოპერაციების წარმოება და მესამე - საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა და იმ ეკონომიკური აღმშენებლობისთვის ხელის შეწყობა, რომელიც ჩვენ გვაქს და მეოთხე ევრო და ევრო ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია - ევროკავშირისა და ნატოსკენ, რაც შეიძება სწრაფი ტემპით მიმართვა", - ეს არის დავალებები, რომელიც ვაშაძის განმარტებით უცხოეთში აკრედიტებულ ქართველ დიპლომატებს მიეცემათ. ამასთან ვაშაძის შეფასებით, ყველა აღნიშნული მიმართულებით ქვეყანას წინსვლა აქვს თუმცა "დიდი გამოწვევები და პრობლემები ერ კიდევ რჩება".
"საქართველოს ჯერ არ არის იმ მდგომარეობაში რომ ამ გამოწვებებთან გამკლავება შესძლოს ამიტომ ყველა ამ მიმართულებით დიპლომატუიურ მისიას უზარმაზარი როლი ეკისრება", - დასძინა ვაშაძემ.