9-10 ნოემბერს ნატოს გენერალური მდივნი ანდრეს ფოგ რასმუსენი საქართველოს ეწვევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატოში საქართველოს ელჩმა გეგა მგალობლიშვილმა "რადისონ ბლუ ივერიაში" მიმდინარე ამბასადორიალის დაწყებამდე დაუდასტურა.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში სააქართველოში როგორც ნატოს გენარლური მდივანი ასევე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგერნლები ჩამოვლენ..
"9-10 ნოემბერს დაგეგმილია საქართველოში ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი, რომელიც ორგანიზაციის გენერალიურ მდივანს, ისე წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მოიცავს. ვიზიტი არის იმის ხაზგასმა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი დინამიკურად და წარმატებულად მიმდინარეობს. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორგანიზაციასთან კოორდინაციის პროცესს", - განმარტა მგალობლიშვილმა და იქვე დასძინა, რომ რასმუსენის ვიზიტი რეგიონალური არ იქნება და ის მხოლოდ საქართველოში შედგება.
ამასთან, დიპლომატის თქმით, ნატოში ინტეგრაციის კუთხით წელს საქართველოსთვის "აქტიური წელი იწყება".
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო "რადისონში" საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა შეხვედრა - ამბასადორიალი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი გრიგოლ ვაშაძე გახსნის, რომელიც თავის გამოსვლაში ერთი წლის განმავლობაში დიპლომატიური სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობას შეაჯამებს და შემდგომი მუშაობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრებს. სამი დღის განმავლობაში, მონაწილეები განიხილავენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს და იმსჯელებენ ქართული დიპლომატიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრის მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ამბასადორიალზე ქართველი დიპლომატების წინაშე სიტყვით წარსდგება ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე აუდრონიუს აჟუბალისი. ამბასადორიალის ფარგლებში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს.