The New York Times აფხაზეთის შესახებ მორიგ სტატიას აქვეყნებს. სტატიის დასაწყისში პოპულარული გამოცემის რეპორტიორი მაიკლ შვირცი წერს, რომ სპერატისტულმა აფხაზეთმა საქართველოს პროტესტის მიუხედავად დომინოს საერთაშორისო ფედერაცია დაიმეგობრა. თავის მხრივ, დომინოს ფედერაციამ აფხაზეთი თავის რიგებში დიდი სიხარულით მიიღო და სეპერატისტულ რეგიონში ტურნირების ჩატარების უფლებასაც აძლევს. მომავალ თვეში სოხუმში დომინოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. დომინოს საერთაშორისო ფედერაციის 25-მა წევრმა გასულ წელს, ლას ვეგასში გამართულ კენჭისყრაზე, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად ყველამ ერთხმად სოხუმის კანდიდატურა დაასახელა. "აფხაზეთი, რომელიც დამოუკიდებლად ოთხმა ქვეყანამ სცნო, 17-21 ოქტომბრამდე მსოფლიო დომინოს ცენტრი გახდება", - წერს ნიუ იორკ თაიმსი.
"ჩვენთვის ეს ტურნირი არა მარტო სპორტული შეჯიბრებაა. აფხაზი მოქალაქეებისთვის ის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ჟურნალისტმა და დომინოს მოთამაშე რუსლან ტარბამ. "ხალხი აქ ჩამოდის და ხედავს, რომ ჩვენ არ ვართ პალმებზე მცოცავი ხალხი, რომლებიც ავტომატს არ უშვებენ ხელიდან. აფხაზეთი იყო, არის და იქნება მეგობრული და ღია ქვეყანა", - აღნიშნა ტარბამ.
როგორც რეპორტიორი წერს, ყოფილი საბჭოთა კურორტი მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი სილამაზით გამოირჩევა, არ გავს ისეთ ადგილს, სადაც საერთაშორისო ღონისძიებები ჩატარდება.
"თითქმის 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აფხაზმა სეპარატისტებმა ქართული ჯარი განდევნეს აფხაზეთიდან. ნაგებობი ისევ დანგრეულია. რამდენიმე წლის სასტუმროები და რესტორნები კვლავ ნანგრევებშია. თუმცა, კალაშნიკოვები აქ დიდი ხანია ჩაანაცვლა სპილოს ძვლის ფერმა მაგიდებმა. ზოგიერთი დომინოს განიხილავს აფხაზეთის ბრძოლის ერთ-ერთ გზას ლეგიტიმაციისთვის", - აღნიშნულია სტატიაში.
"ომის შემდეგ ყველა ნაბიჯი, რომელიც წინ გადავდგით დომინოში თუ სხვა საკითხებში, მნიშვნელოვანია აფხაზეთისთვის", - განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის დომინოს ფედერაციის პრეზიდენტმა არტურ გაბუნიამ.
აფხაზეთის ე.წ. ნაკრებმა, გუნდურ შეჯიბრებებში 2009 და 2010 წელს პანამასა და დომინიკის რესპუბლიკაში, მე-10 ადგილი დაიკავა. გუნდი იმედოვნებს, რომ სოხუმის მსოფლიო ჩემპიონატზე ისინი სამეულში შევლენ.
"აფხაზეთს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს. დომინო ყველაზე პოპულარული სპორტია ლათინური ამერიკის ქვეყნებშია. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როდესაც გავიგე, რომ შავი ზღვის პირა ქვეყანაში ამ სპორტს ასეთი დიდი ყურადღება ექცევა", - განაცხადა ამერიკის შეერთებულ შტატებში დომინოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მანუელ ოქენდომ. ოქენდომ აფხაზეთში გასულ წელს იმოგზაურა, რათა ადგილზე ენახა აფხაზეთის ე.წ. ეროვნული გუნდი.
"აფხაზეთში დაუსაქმებელთა რაოდენობა იმატა, რამაც უფრო ბევრი მოყვარული გააჩინა დომინოსი", -წერ ნიუ იორკ თაიმსი.
აფხაზეთის ორ გზის ჩემპიონის დომინოში არმენ მკრტჩიანის განცხადებით, "აფხაზეთში დომინოს თითქმის ყველა თამაშობს".
მაიკლ შვირცის აზრით, საქართველოსთვის, რომელიც აფხაზეთს თავის სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს, აღნიშნული ჩემპიონატი აშკარა გაღიზიანებას იწვევს. როგორც დომინოს საერთაშორისო ფედერაციაში აცხადებენ, ქართული მხარე რამდენიმეჯერ შეეცადა, რომ ისინი დაერწმუნებინათ ჩემპიონატის მასპინძლის შეცვლაში. საქართველო აღნიშნული ფედერაციის წევრი არ არის.