სახელმწიფოთაშორისი საავაიაციო კომიტეტის სპეციალისტები იაროსლავლთან ჩამოვარდნილი იაკ-42-ის "შავი ყუთის" გაშიფრვას ამაღამ დაიწყებენ.
ავიაკომპანია „იაკ სერვისის" თვითმფრინავი "იაკ 42" იაროსლავლის ოლქის ტუნოშნას აეროპორტიდან აფრენისას ჩამოვარდა. დაზუსტებული ინფორმაციით იაკ-42 -ის ბორტზე 37 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. მათ შორის, ჩეხი და სლოვაკი სპორტსმენები. გადარჩა სულ ორი კაცი - ეკიპაჟის წევრი ალექსანდრ სიზოვი და ჰოკეისტი
ალექსანდრ გალიმოვი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც უკიდურესად მძიმეა.
იაროსლავლის „ლოკომოტივის" ჰოკეის გუნდი მინსკში მიფრინავდა. 8 სექტემბერს დაგეგმილი იყო მატში "ლოკომოტივსა" და მინსკის "დინამოს" შორის.
თვითმფრინავი აფრენისთანავე ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, ერთ-ერთი ძრავა გაითიშა. თვითმფრინავი აფეთქდა, ორად გაიხლიჩა, ერთი ნაწილი მდინარეში ჩავარდა, მეორე სანაპიროზე დაეცა.