პოლონეთის კრინიცაში ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს გაიმართა გიორგი ბარამიძის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის "ჩრდილოვანი" კაბინეტის ევროპულ საქმეთა მინისტრთან ბატონ დევიდ ვეინთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის აქტუალური საკითხები.
ვიცე პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიარების მნიშვნელობას. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხების განხილვას, მათ შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს. შეხვედრის მიზანი იყო ბრიტანეთის ხელისუფლებასთან ერთად ამ ქვეყნის ოპოზიციაში მყოფი პარტიის მხადაჭერის მოპოვება.