"საქართველოს ლეიბორისტული პარტია" საქართველოდან ამერიკის შეერთებული შტატების ჯონ ბასის გაწვევას მოითოვს. დღეს გამართულ ბრიფინგზე ნათელაშვილმა წარმოადგინა ოფიციალური წერილი ბასის გაწვევის მოთხოვნის შესახებ. ნათელაშვილის თქმით, ეს წერილი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და კონგრესის წევრებს გადაეგზავნებათ.
"ჯობ ბასის გაწვევა აუცილებელია, რადგან გარდა დიპლომატიური საქმიანობისა, ის უხეშად ერევა სახელმწიფოს მმართველობაში, გასცემს განკარგულებებს პოლიტიკის ყველა ძირითად მიმართულებებზე, იძლება აქციების სასტიკად დარბევისა და ხალხის დახოცვის ბრძანებებს და გარდა ამისა, პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდაჭერით, არჩევნების გაყალბებისა და ძალადობის ხარჯზე ცდილობს საქართველო შტატების კოლონიად გადააქციოს", - განაცხადა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ "ამერიკის პრეზიდენტი და კონგრესმენები "ლეიბორისტების" კანონიერ მოთხოვნას გაითვალისწინებენ და "საგანგებო და სრულუფლებიან პროკურორად ქცეულ ჯონ ბასს" საქართველოდან დაუყოვნებლივ გაიწვევენ".