პოლონეთის ქალაქ კრინიცაში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ვიცე პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ პოლონეთის რესპუბლიკაში ახლად შექმნილი ქართული სათვისტომოს გამგეობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარო შეეხო სათვისტომოს სამომავლო გეგმებს, სათვისტომოსა და საქართველოს სახელმწიფო უწყებების ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ინტერესების დაცვას, ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ორ ქვეყანას შორის ბიზნეს ურთიერთობების გააქტიურებას.