ჯონდი ბაღათურია საზოგადოებას ანგარიშს აბარებს და აცხადებს, რომ იმ სოციალური შეღავათების ძალიან დიდი ნაწილი, რაც უკვე განხორციელებულია, მისი მოთხოვნით არის მიღებული. ამის შესახებ განცხადება ჯონდი ბაღათურიამ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, სწორედ მისი მოთხოვნით შემცირდა საჯარიმო შეღავათები 15 ლარის ნაცვლად 3 ლარამდე და გაუმჯობესდა ავტოტრანსპორტის მფლობელთა მდგომარეობა პარკირებისას დაწესებული შეღავათებით.
ბაღათურიას განცხადებით, იგი მოითხოვდა წყლისა და დასუფთავების დავალიანების ჩამოჭრას, რაც მთავრობამ დააკმაყოფილა.
ამასთან, ბაღათურია კვლავ მოითხოვს პენსიების გაზრდასა და საპენსიო ასაკის ზღვარის დაწევას ქალებისთვის 55 წლამდე, ხოლო მამაკაცებისთვის 60 წლამდე.