2011 წლის პირველ რვა თვეში ლარსის (ს.ს.კ.გ. "ყაზბეგი") სასაზღვრო გამშვები პუნქტით ყველაზე მეტათ რუსეთის მოქალაქეებმა ისარგებლეს. აღნიშნული სასაზღვრო გამშვები პუნქტზე რუსეთიდან 54 741 შემოვიდა.
საქართველოს 7956 მოქალაქე შემოვიდა ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტით. ხოლო იგივე საზღვარი 32 100 სომხეთის მოქალაქემ გადმოკვეთა.
აღნიშნული პუნქტით უკრაინის 3455 მოქალაქემ, აზერბაიჯანის 2756 მოქალაქემ და 782-მა სხვა ქვეყნის მოქალაქემ ისარგებლა.
ლარსიდან საქართველოში ჩრდილო ოსეთიდან 4076, ყაბარდო-ბალყარეთიდან 243, ადიღედან - 15, დაღესტანიდან - 139, ჩეჩნეთიდან - 89 და ინგუშეთიდან 26 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა.