დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ "თეთრების" ახალგაზრდული ფრთის, მოძრაობა "ივერიელებისა" და "ქართველი ემიგრანტების" ორგანიზებით გაიმართება საპროტესტო აქცია. აქციას პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეუერთდებიან.
"აქციის მიზანია, კიდევ ერთხელ გავაპროტესტოთ ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა და დაპატიმრება, რისი ნათელი მაგალითიცაა "ქართველი ემიგრანტების" ერთ-ერთი ლიდერის, ზვიად ყუშიტაშვილის გაუჩინარება. მეხუთე დღეა, მის შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ცნობილია, რომ მასზე არაერთგზის განხორციელდა მუქარა, დაბარებული იყო მოდულის შენობაში და პირადად იქნა გაფრთხილებული დიასპორის საკითხებში მინისტრის მრჩევლის მიერ, რაც სერიოზულ ეჭვებს აღძრავს", -აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.