საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის ქალაქ ნოვისაჩში , ახალგაზრდა ლიდერთა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში იღებს მონაწილეობას, რომლის მსვლელობისას მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვა.
როგორც პრეზიდენტის ვებგვერდი იუწყება, ოფიციალური გამოსვლის შემდეგ, შეხვედრაზე პრეზიდენტი დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხებს.
დღის მეორე ნახევარში საქართველოს პირველი პირი ქალაქ კრინიცაში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმსაც დაესწრება, რომელსაც 50-მდე ქვეყნის 300-მდე სხვადასხვა რანგის სტუმარი და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი დაესწრება.
პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედერები. მიხეილ სააკაშვილი კრინიცაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრს დონალდ ტუსკსა და მოლდოვას პრემიერს ვლად ფილატს შეხვდება.
კრინიცაში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მთავარი მიზანია ევროკავშირის შიდა განვითრება, ასევე სუსტი რეგიონებისა და პარტნიორებისათვის დახმარების გაწევა.