დღეს, 7 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე  20 მლნ.  ლარის ნომინალური ღირებულების 364 დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. 
აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო  4  კომერციულმა ბანკმა.  მოთხოვნამ 32 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.820%-ით განისაზღვრა, მაქსიმალური 8.920%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.866%-ით განისაზღვრა.