სეპარატისტული აფხაზეთიდან სამკურნალოდ ორი პაციენტი გადმოიყვანეს. ლეონიდ აგრბას და მის მეუღლეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდებათ. მათ გულის პათოლოგია აწუხებთ. ოჯახი გუდაუთიდან თბილისში სეპარატისტული რეჟიმის წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც ჩამოვიდა. აფხაზეთიდან ჩამოსულებს ოპერაცია "ჯოენის" კლინიკაში ჩაუტარდებათ.
63 წლის ლეონიდ აგრბა და მისი მეუღლე ირმა აგრბა თბილისში გუშინ გვიან ღამით ჩამოვიდნენ. აღსანიშნავია, რომ ცოლ-ქმარი თბილისში პირველად არის ჩამოსული და მათ ოპერაციის გაკეთების წინ მართლმადიდებლური წესით გაქრისტიანება გადაწყვიტეს. ამიტომაც სოფელ უბისადან. მათ გამოყვათ მამა მაკარი რომელიც წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობს. მამა მაკარმა აფხაზი ცოლ-ქმარი დღეს თბილისში მართლმადიდებლურად მონათლა.
"თბილისში პირველად ვარ. აქ ოპერაციის გასაკეთებლად ჩამოვედი, რაშიც სახელმწიფო მეხმარება და მინდა ამისათვის დიდი მადლობა გადავუხადო. გარდა ამისა დღეს მოვინათლე. მინდოდა ოპერაციის წინ მე და ჩემი მეუღლე გავქრისტიანებულიყავით" - აცხადებს ლეონიდ აგრბა. L
ლეონიდ აგრბას გულის ოპერაცია "ჯოენის" სახელობის კლინიკაში ხვალ ჩაუტარდება, ხოლო ექიმების საბოლოო დიაგნოზის შემდეგ ცოლ-ქმარი კვლავ აფხაზეთში დაბრუნდებასს