დღეს, 6 სექტემბერს, „თავისუფალი საქართველოს" გამგეობის (პოლიტსაბჭოს) წევრად გიური აირჩიეს.
გიური ცანავა პარტიის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი (გუგე) ცანავას ძმაა, რომელიც 2011 წლის 17 ივლისს გარდაიცვალა.
გიური ცანავა აქტიურადაა ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში 1988 წლიდან.
იგი აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობაში.
1990 წელს დაინიშნა აბაშის რაიონის პრეფექტად სადაც მუშაობდა ეროვნული მთავრობის დამხობამდე, რის შემდგომაც იგი სათავეში ჩაუდგა ქ.ზუგდიდში წინააღმდეგობის მოძრაობას „მხედრიონის" წინააღმდეგ. გიური ცანავა აღნიშნული პერიოდის შემდეგ იდევნებოდა.