ხვალ, 6 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება.
კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის ბოლო პარასკევს იხურება.
რეგლამენტის შესაბამისად, სესიამდე ბიუროს სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატები მომავალი კვირის სამუშაო დღის წესრიგს დაამტკიცებენ.
საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე პარლამენტმა "საქართველოს კონსტიტუციაში" და "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებები უნდა განიხილოს, რომლებიც დეპუტატების რიცხვის 190-მდე გაზრდას და მთელ რიგ საარჩევნო პროცედურების დახვეწას ითვალისწინებს.