საქართველო მექსიკასა და ბრაზილიაში საელჩოებს გახსნის. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამისი შეთანხმება უწყების ხელმძღვანელის, გრიგოლ ვაშაძის აღნიშნულ ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში იქნა მიღწეული.
"გადაწყდა, რომ საქართველო მექსიკასა და ბრაზილიაში საელჩოებს გახსნის", - განმარტა კალანდაძემ.
მისივე თქმით, ქართული მხარე ცენტრალური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებითაა დაინტერესებული და არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობების კუთხით.