დღეს, 23 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) 2009 წლის 25 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ერთი პროცენტული პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5 პროცენტს შეადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულების შესაბამისად, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა, 2010-2012 წლებისათვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 6%-ს შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.