საქართველო აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივას, რომელიც 21-ე საუკუნის გამოწვევების დასაძლევად მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანებას ისახავს მიზნად, მიუერთდა. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"ინიციატივის მიზანია ხელი შეეწყოს მმართველობის ეფექტურუნარიანობას და მის გამჭვირვალობას, რაშიც სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული. ინიციატივის ავტორები აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტები არიან", - განმარტა კალანდაძემ.
მისივე თქმით, ინიციატივისთვის შეერთების თხოვნით საქართველოს საგარეო უწყებამ სპეციალური მიმართვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონისგან მიიღო, რაზეც თბილისმა თანხმობა გასულ კვირას ოფიციალური წერილით დაადასტურა.
"წერილში ნათვამია, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვუერთდებით ამ ინიციატივას, არამედ მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ ამ ინიციატივის ეფექტურად განხორციელებაში", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.