23 დეკემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს კონტროლის პალატის თავჯდომარე, ლევან ბეჟაშვილი, პრესკონფერენციას გამართავს და იმ უწყებებსა და ორგანიზაციებს დაასახელებს, რომლებსაც 2010 წლის განმავლობაში გეგმური აუდიტი ჩაუტარდებათ.
პრესკონფერენცია 2010 წლისთვის საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობისა და აუდიტის პრიორიტეტებს შეეხება. მომავალი წლისთვის ათი პრიორიტეტული სფერო გამოიკვეთა. მათ შორის საჯარო ფინანსებით განხორციელებული საზოგადოებრივი მაუწყებლობა და მასში მიმდინარე რეფორმები, რაზედაც სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი რესურსი იხარჯება და საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს. პრიორიტეტულ სფეროებში მოხვდა საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებები.
მნიშნელოვანია საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების მართვა. საქართველოს კონტროლის პალატაში მიიჩნევენ, რომ განათლების სისტემისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეფორმამ უკვე მოიტანა ის შედეგები, რომელთა აუდიტის დრო დადგა.