"ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი და პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი მიმდინარე კვირის ბოლოს საქართველოში დაბრუნდებიან. ამჟამად ისინი ევროპაში მართავენ შეხვედრებს. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს „ქართული პარტიის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა სოფიო ხორგუანმა 5 სექტემბერს გამართულ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე მიაწოდა.
„სუზარ სუბარი საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების დეტალებზე სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თავად ისაუბრებს. ჩვენ ვგეგმავთ ევროპაში რამდენიმე ღონისძიებას პოლიტპატიმრების და საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით", - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.
მან შეახსენა ჟურნალისტებს, რომ სოზარ სობარი არის ადამიანის უფლებების საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის მრჩეველი და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ავტორიტეტულ უფლებადამცველად მიიჩნევა.
„ის თავის სახელს და რეპუტაციას გამოიყენებს იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში დღეს არსებული მძიმე ვითარება საერთაშორისო საზოგადოების განხილვის საგანი გახდეს", - აღნიშნა პრესკონფერენციაზე „ქართული პარტიის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა.