"საქსაშენგეოლოგია" ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, იყიდება  შპს "საქსაშენგეოლოგის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი. ობიექტის საწყისი ღირებულება 7 ათას ლარადაა განსაზღვრული. 
თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. №34-ში მდებარე "საქსაშენგეოლოგის" გასხვისებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 16 სექტემბრისათვის ჩანიშნულ ელექტრონულ აუქციონზე გეგმევს. 
ობიექტის საწესდებო კაპიტალი 2265  ლარია და მას 6744 ლარის დებიტორული და 6518  ლარის კრედიტორული დავალიანება გააჩნია.