მიმდინარე სასესიო კვირას პარლამენტში სამთავრობო საათი გაიმართება. ამის შესახებ განცხადება დღეს ბიუროს სხდომაზე სხდომის წამყვანმა მიხეილ მაჭავარიანმა გააკეთა.
რეგლამენტის თანახმად, სამთავრობო საათი იმართება თვის ბოლო სასესიო ხუთშაბათს, შესაბამისად, მიმდინარე კვირის ხუთშაბათს პარლამენტში ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს ელოდებიან. მინისტრებს პარლამენტში დღის მეორე ნახევარში მოუსმენენ.
"ინიციატივა ჯერ კიდევ სექტემბერში იქნა დაყენებული შესაბამისად მინისტრებისათვის გაგზავნილია კითხვები და იმედია პროცედურასთან დაკავშირებით არანაირი გაუგებრობა აღარ იქნება", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
რეგლამენტის თანახმად, სამთავრობო საათზე დეპუტატებს უფლება აქვთ მინისტრებს შეკითხვები დაუსვან მხოლოდ იმ საკითხებიდან, რაც მათთვის წინასწარ აქვთ გაგზავნილი.
კითხვები კი მინიმუმ ათი დღით ადრე უნდა იქნას გაგზავნილი. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრების სამთავრობო საათზე დაბარება ოპოზიციამ ჯერ კიდევ სექტემბერში მოითხოვა, რაც შეეხება მიმდინარე სასესიო კვირას სესიები გაიმართება სამშაბათს 20 ოქტომბერს და ხუთშაბათს 22 ოქტომბერს. საჭიროების შემთხევვაში კი მაჭავარიანის განმარტებით შესაძლოა სესია გაიმარტოს 23 ოქტომბერს.