23 დეკემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო "ძველ თბილისში" საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ჟურნალისტებთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრის თემაა "თბილისის 2010 წლის ბიუჯეტი".
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება თბილისის 2010 წლის ბიუჯეტის პროექტის ექსპერტული შეფასება; შეხვედრის ძირითადი ნაწილი დაეთმობა ჟურნალისტებისათვის საინტერესო საკითხების განხილვას; შეხვედრა გაგრძელდება ერთი საათი და წარიმართება კითხვა-პასუხის ფორმატში.