რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედები ეუთოს სადამკვირვებლო მისიას ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს.
განცხადება ამის შესახებ რუსეთის პირველმა პირმა ტაჯიკეთში, დსთ-ის სამიტზე გააკეთა. მისი თქმით, არჩევნების პროცესს ეუთო ხშირად პოლიტიზირებულად აფასებს, რის კონტექსტშიც მედვედევმა მოკავშირეებს მოუწოდა, პრივილეგია დსთ-ის დამკვირვებლებს მიანიჭონ.
"ეუთოს საერთაშორისო დამკვირვებლები ხშირად გულწრფელად გამოხატავენ პოლიტიზირებულ მიდგომას არჩევნების მომზადებისა და მისი ჩატარების შეფასებასთან დაკავშირებით. ვაღიაროთ, რომ მსგავსი მიდგომა ხშირად დაფუძვნებულია ორმაგ სტანდარტებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ქვეყნებში არჩევნების ჩატარების დროს უფრო აქტიური როლი დსთ-ის სადამკვირვებლო მისიას მივანიჭოთ. ეს იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნებისთვის და ხელს შეუწყობს დემოკრატიის განვითარებას", - განაცხადა მედვედევმა.