მოძრაობა "თეთრების" ახალგაზრდული ფრთა, არასამთავრობო ორგანიზაციები, მოძრაობა "ივერიელები" და "ქართველი ემიგრანტები" 5 სექტემბერს საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიიდან აცნობეს, საქართველოში დაგეგმილი აქციის პარალელურად აქციები გაიმართება ევროპის 6 ქვეყანაში განთავსებულ საქართველოს საელჩოებთან, რომლებშიც ქართველი ემიგრანტები მიიღებენ მონაწილეობას.
აღნიშნულ აქციებს სოლიდარობას უცხადებენ "ქართული დასი", რამდენიმე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები.
აქცია ევროკავშირის ოფისთან 16:00 საათზე დაიწყება.