23 დეკემბერს, 19 საათზე, "შერატონ მეტეხი პალასში'' გაიმართება წლის გამარჯვებული ბრენდ-კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი. "ქართული ბრენდის დღის'' ორგანიზატორია საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი''.
"პროექტის პარტნიორია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
"დაჯილდოების ცერემონიალზე მოწვეულნი არიან საქართველოს ხელისუფლებისა და უცხოეთის საელჩოების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, ეკონომიკისა და მედიაკომუნიკაციის ექსპერტები, პოლიტოლოგები, ფსიქოლოგები, ხელოვნების, კულტურისა და მწერლობის თვალსაჩინო მოღვაწეები.
",ქართული ბრენდის დღე'' წელს მეშვიდედ უმასპინძლებს, როგორც გამარჯვებულ და მონაწილე ბრენდებს, ასევე დაჯილდოების ცერემონიალზე მოწვეულ მრავალრიცხოვან საზოგადოებას.
"პროფილი კვლევის'' მიერ გამოვლენილია გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში: ლიდერი;
რეპუტაცია და ნდობა; წარმატებული ახალი სახელი; წარმატებული ტელეპროექტი;
ბრენდ-პერსონა.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ბრენდების ფორმირება- პოპულარიზაციას შიდა და გარე ბაზარზე; კომპანიებს შორის არსებული კონკურენციის ჯანსაღი მეთოდების და ტექნოლოგიების დამკვიდრებას; ეთიკური ბიზნეს გარემოს არსებობას; ასევე კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის სტიმულირებას; ქართულ ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისათვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას.
,,ქართული ბრენდის დღეს" 2003 წელს ჩაეყარა საფუძველი. მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. პირველი ღონისძიება სალონური ტიპის გახლდათ და მხოლოდ ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობდნენ. ,,ქართული ბრენდის დღე" ყოველწლიურად ვითარდება და ფართო მასშტაბებს იძენს.
"პროექტი მართლაც გამორჩეულია, რასაც მონაწილე კომპანიების, ექსპერტების, ბიზნესმენების და საზოგადოებრივი აზრის ლიდერების დადებითი განწყობა და ასევე მედია და სხვა სახის გამოხმაურებები ადასტურებს", _ აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილის'' გენერალური დირექტორი მანანა გეგიძე.
,,ჩვენი დიდი მონდომებისა და ძალისხმევის შედეგად, ,,ქართული ბრენდის დღე'' ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად ჩამოყალიბდა. მინდა განვაცხადო, რომ სამომავლოდ დაგეგმილია მთელი რიგი სიახლეები, რაც პროექტის წინსვლას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს'', _ აცხადებს
"პროფილის'' საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი ელგუჯა მარღია.
მხარდამჭერები: ,,კაუკასუს ონლაინი'', სარეკლამო კომპანია ,,ექშენ გრუპი'', საქართველოს უნივერსალური ფოსტა, www.jobsite.ge
საინფორმაციო მხარდამჭერები: ,,ფორტუნა'', ფორტუნა პლუსი'', ,,კომერსანტი'', ,,პირველი არხი'', ,,რუსთავი 2'', ,,იმედი'', საინფორმაციო სააგენტო ,,ჯი ეიჩ ენი'', ჟურნალი ,,სარკე'', ,,ბიზნესი და კანონმდებლობა'', მედია ,,პალიტრა'', სპორტული რადიო ,,ჯაკო''.