პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავარი სავიზიტო ბარათი "ჩვენი ქრისტიანული კულტურაა".
"ჩვენი მთავარი სავიზიტო ბარათი არის ჩვენი ქრისტიანული კულტურა. სხვამ ვინ უნდა თქვას, რომ ჩვენზე მეტი ევროპელია, როცა ასეთი კულტურა გვაქვს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა გრემში, განახლებული სამონასტრო კომპლექსის დათვალიერებისას.
მისივე შეფასებით, გრემის აღდგენა "დიდი საშვილშვილო საქმეა".
"გრემი ისედაც ყველამ ისიც, მაგრამ ეს გახდება ტურისტული ადგილი. მთავარია, რომ ხალხს აქ დამატებითი შემოსავლის წყარო გაუჩნდეს. გრემს აქვს შანსი ტურისტულ რუკაზე დამკვიდრდეს", - განმარტა ქვეყნის პირველმა პირმა.
აღსანიშნავია, რომ გრემის სამონასტრო კომპლექსის ს შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ყვარლის ღვინის გვირაბში უძველესი ღვინოები დაათვალიერა.
შეგახსენებთ, რომ უძველესი ქალაქი გრემი სრულად განახლებულია - რესტავრაციის მასშტაბური პროექტი დასრულდა - აღდგენილია მთავარანგელოზის კომპლექსში შემავალი ყველა არქიტექტურული ძეგლი მთავარანგელოზის ეკლესია, სამეფო რეზიდენცია და მისი სამრეკლო, კომპლექსის გალავანი და უძველესი მარანი.
განახლდა გრემის ნაქალაქარის ისტორიული სავაჭრო უბანი - ქულბაქები, ქარსა გალავანი, აღდგა ნაქალქარის გუმბათჩამოშლილი ეკლესია, კონსერვაცია ჩაუტარდა ახალდააღმოჩენილ აბანოს და პირვანდელი სახე დაუბრუნდა გრემის ტეარიტორიაზე შემავალ - ივერისღვთისმსობლის ეკლესიას, სამრეკლოიანი სამ ეკლესიას და კოშკ-ეკლესიას XV-XVI საუკუნე.
რესტავრირებულია სასახლე კოშკში, მეფეთა დარბაზი, რომლის რეექსპოზიციისთვის საგანგებოდ ახალი ექსპონატები შეიქმნა. განახლებული მუზეუმი კახეთის მეფეთა სააღმშენებლო მოღვაწეობასა და ცხოვრებას ასახავს. წარმოდგენილია მხატვარ ლევან ჭოღოშვილის მიერ შესრულებული მეფეთა პორტრეტები, ნეკრესისი მოხატულობიდან შექმნილი მეფე ლევანის სამოსის რეკონსტრუქცია, საომარი აღჭურვილობა, წმ. მიწაზე იერუსალიმსა და ათონის მთაზე კახეთის მეფეთა მოღვაწეობის ამსახველი ინფორმცაიული მასალა, ისტორიული დოკუმენტებისა და ძველი ხელნაწერების მულაჟები - თეიმურაზის თხზულება გრემის სასახლეზე და ქეთევან დედოფლის წამება. ექსოზიციის მთავარ სანახაობს ანიმაციის საშუალებით ქალაქ გრემის რეკონსტრუქციის სლაიდ-შოუ წარმოადგენს.
პროექტის ფარგლებში გრემის ნაქალაქარსა და მთავარანგელოზის კომპლექსის ტერიტორიაზე ახალი მუზეუმი აშენდა, სადაც დამთვალიერებელი ქალაქი გრემის ისტორიას დეტალურად გაეცნობა და მეტი შთაბეჭდილებისთვის სპეცილურად მომზადებულ ფილმს იხილავს.
მოწყობილია ტურისტული ინფრასტრუქტურა, აღდგენილია ძეგლთა მისასვლელი გზები, გვირაბი და დამონტაჟებულია საინფორმაციო ბანერები.