"სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკა", ამ სახელწოდებით კონფერენცია ბათუმში დღეს გაიხსნა და მასში 8 ქვეყნის 30-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.
კონფერენცია "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ გახსნა.
"უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა ჩვენი პარტიის ეგიდით სხვადასხვა დონის საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარება. ხშირად გვიწვევენ საზღვარგარეთ, რაც გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, თეორიული ცოდნის გაღრმავებსთან ერთად, მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური პრაქტიკა. ამჯერადაც ბევრ აქტუალურ თემაზე მსჯელობას ვაპირებთ ჩვენი პარტნიორი პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპიდან" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
კონფერენცია სასტუმრო "სანაპიროში" გაიხსნა და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. მასში ჰოლანდიის, უნგრეთის, ლიტვის, უკრაინის, ბელორუსის, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები მონაწილეობენ.