სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრემიერი რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის ე.წ. ცესკოში აფხაზეთის პრეზიდენტობის მსურველ კანდიდატად დარეგისტრირდა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, სეპარატისტული აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს ის საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა, რომელმაც კანდიდატად რაულ ხაჯიმბა წარადგინა.
აფხაზურმა ე.წ. ცესკომ განაცხადების მიღება 13 ოქტომბერს დაიწყო და 2 ნოემბერს დაასრულებს. ამჟამად ე.წ. ცესკოში აფხაზეთის "პრეზიდენტობის" მსურველი, ხაჯიმბასთან ერთი კანდიდატია დარეგისტრირებული. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები სეპარატისტულ აფხაზეთში 12 დეკემბერს გაიმართება.