სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ფილიპ ლეფორტი კრიზისის საკითხებში საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქციასაც შეითავსებს.
ევროკავშირმა გადაწყვეტილება ორი პოსტის უფლებამოსილებათა ფრანგი დიპლომატისთვის მინიჭების შესახებ 26 აგვისტოს გამოაცხადა.
ახალ სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში მანდატისმოქმედების ვადა ევროკავშირმა 2011 წლის 1-ელი სექტემბრიდან 2012 წლის 30 ივნისამდე განუსაზღვრა. ლეფორტი აღნიშნულ თანამდებობებზე მუშაობას გუშინ შეუდგა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი პიერ მორელის, სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელის კი პიტერ სემნების ეკავა.