აშშ-ის საცხოვრებელი სახლების დაფინანსების ფედერალური სააგენტო 10-ზე მეტ ბანკს სასამართლოში უჩივის. მათ შორის ისეთ ბანკებს, როგორებიც არიან: Bank of America, JPMorgan Chase, Goldman Sachs და Deutsche Bank.
New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლება ბანკებს ბრალს 2008 წელს იპოთეკური სააგენტოებისთვის Fannie Mae და Freddie Mac ზარალის მიყენებაში სდებს. კერძოდ, საუბარია ბანკების მიერ იპოთეკური სააგენტოებისთვის არასაიმედო ფასიანი ქაღალდების მიყიდვაზე.
ამ ქმედების შედეგად იპოთეკურ ბაზარზე 2008 წელს მომხდარი რყევის გამო სააგენტოებმა Fannie Mae და Freddie Mac 30 მილიარდ დოლარამდე დაკარგეს.
სარჩელი სასამართლოში უახლოეს დღეებში შევა.