"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ორგანიზებით კიდევ ერთი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. "სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკა" - ამ სახელწოდებით კონფერენცია 2 სექტემბერს ბათუმში დაიწყება. მასში მონაწილეობას 8 ქვეყნის 30-მდე წარმომადგენელი მიიღებს.
მოძრაობის თავმჯდომარის, გიორგი თარგამაძის განცხადებით, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში საზოგადოების და კონკრეტულად, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
"პოლიტიკური კლასისა და სამოქალაქო საზოგადოების ტანდემის თანამშრომლობას დემოკრატიის მიღწევის საქმეში ადგილი ჰქონდა დასავლეთ ევროპაში და შედეგად სახეზე მივიღეთ იმგვარი სახელმწიფოები, რომელთა მოდელი დღეს პრეცედენტული და სამაგალითოა. ამ კონტექტსტში, განვითარების გზაზე მდგარი ქვყენებისთვის, ეს კონფერენცია უმნიშვნელოვანესია, რადგან ბევრ აქტუალურ თემაზე მსჯელობას ვაპირებთ ჩვენს პარტნიორ ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპიდან", - განაცხადა თარგამაძემ.
ოთხდღიანი კონფერენცია "სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკა" 2 სექტემბერს სასტუმრო "სანაპიროში" დაიწყება. მასში მონაწილეობას ჰოლანდიის, უნგრეთის, ლიტვის, უკრაინის, ბელორუსიის, რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები მიიღებენ.