ბათუმის ახალ ბულვარში 36 წლის მიხეილ ჯალაღანიას ცხედარი იპოვეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
რა გახდა ამის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისათვის გამოძიება დაწყებულია. თვითმხილველთა თქმით, თვითმკვლელობამდე ის ბულვარში სკამზე მშვიდად იჯდა, რის შემდეგაც რევოლვერის ტყვია თავში დაიხალა.
ჯალაღონია ბათუმში ბიზნსსაქმიანობას ეწეოდა.
ის ერას მოედანზე "ბლექ ბარის" თანამფლობელი იყო.