"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" თელავის მაჟორიტარ კანდიდატად ვასილ დავითაშვილი წარადგინა. ის რამდენიმე წლის განმავლობაში თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. დავითაშვილის თქმით, მისი პრიორიტეტი დასაქმება და 24-საათიანი წყალმომარაგებაა.
ის მაჟორიტარობის კანდიდატად ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა და სხვა წევრებმა თელავში, ერეკლე მეორის მოედანზე წარადგინეს. დავითაშვილი დღესვე წინანდლის მოსახლეობასაც შეხვდა. თელავის შუალედური არჩევნები, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართება, თელავის მაჟორიტარი დეპუტატის, გია არსენიშვილის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა.