ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით, ვადაზე ადრე სასჯელაღსრულების დაწესებულებას უახლოეს დღეებში კიდევ 20 მსჯავრდებული დატოვებს.
დღევანდელი სხდომის შემდეგ გაირკვა, რომ სასჯელაღსრულებლის დაწესებულებას 20 მსჯავრდებული დატოვებს ვადაზე ადრე. აქედან 2 ქალია, სამი კი ტუბერკულიოზით დაავადებული მსჯავრდებული. სულ ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოს წევრები განიხილავდნენ 200-მდე განაცხადს.
"ზეპირი მოსმენის შედეგად დადგინდა, რომ უახლოეს დღეებში 20 მსჯავრდებული განთავისუფლდება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ხვალ გადაწყვეტილებები მივა ადგილებზე და რამდენიმე დღეში ისინი განთავისუფლდებიან", - განაცხადა პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის აღმოსავლეთ საბჭოს თავჯდომარე გოგა გორაძემ.