რუსეთში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ბოლშაკოვი მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, ქალაქ სუზდალში ბოლშაკოვის ოჯახს სამი ნიღბიანი პირი დაეხსა თავს და იარაღის მუქარით ფული მოითხოვა.
გამოძიების ვერსიით, ბოლშაკოვი ჯერ სცემეს, შემდეგ კი ყელის არეში დანით დაჭრეს. ალექსადრე ბოლშაკოვი ადგილზე გარდაიცვალა.
თავდამსხმელებმა სცემეს მისი მეუღლეც. სახლიდან წაღებულია ფული და ვიდეორეგისტრატორი.
ალექსანდრე ბოლშაკოვი კოკოითის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად 2008-2009 წლებში მუშაობდა. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ კი სუზდალში ცხოვრობდა და სამეწარმეო საქმიანობით იყო დაკავებული.