შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (აღმოსავლეთი) და N2 სამმართველოს (ახალციხე) თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 10 პიროვნება დააკავეს. დაკავებულებიდანთურქეთის მოქალაქეა ბოი მემეთი, ინდოეთის სინგჰ ჯასპრიტი, ხოლო ბანგლადეშის რესპუბლიკის 8 მოქალაქე: უდინ ფარიდი, სოელ რადა, აპუ არმანი, მია მდ ფარუკი, მდ შაჰინ ჰოსაინი, მაი იბრაჰიმი, მდ აფირ მია და საიდული, რომლების სასზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას ცდილობდნენ.
აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის II ნაწილის „ა" ქვეპუნქტითა.