საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის, უმცროსი სერჟანტის რეზო ბერიძის გარდაცვალების გამო. მიხეილ სააკაშვილი სამძიმარს უცხადებს დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს, მის თანამებრძოლებსა და ქართველ ხალხს.
ბერიძე ჰელმანდის პროვიცნიაში პატრულირების დროს თალიბების თავდასხმისას მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
რეზო ბერიძე მე-3 ქვეითი ბრიგადის შემადგებლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვიცნიაში მსახურობდა.