3 სექტემბერს, დაბა სტეფანწმინდაში სახალხო დღესასწაული "ყაზბეგობა 2011" გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები, ასევე ცნობილი ქართველი დიზაინერის ლიკა ყაზბეგის დეფილე მოეწყობა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, დღესასწაული ალ. ყაზბეგის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართება, სადაც საზოგადობის წინაშე, საკუთარი შემოქმედებით წარსდგებიან ყაზბეგის, დუშეთის, მცხეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებიდან მოწვეული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები.
გარდა ამისა, მოეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდება სპორტული ღონისძიება (დოღი), საბრძოლო ხელოვნებით წარსდეგბა ხრიდოლი.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დღესასწაული დაბა სტეფანწმინდაში უკვე რამდენიმე წელია ყოველ სექტემბერს ტარდება და ხევის ტრადიციების პოპულარიზაციას ემსახურება. ღონისძიება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივითა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით,