საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) 2009 წლის 25 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ერთი პროცენტული პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5 პროცენტს შეადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულების შესაბამისად, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა, 2010-2012 წლებისათვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 6%-ს შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.