დღეს, 31 აგვისტოს, იწყება აბიტურიენტების განმეორებითი განცხადებების მიღება, რომელიც 5 სექტემბრის ჩათვლით გასტანს.
განცხადებები მიიღება: თბილისში - ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში; რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. ვადები უახლოეს დღეებში სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) გამოქვეყნდება.
განმეორებითი განაცხადის შეტანის შესაძლებლობა ექნება აბიტურიენტს, რომელიც ვერ ჩაირიცხა მის მიერ მითითებულ ვერც ერთ პროგრამაზე და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა: აკადემიური პროგრამისთვის მოთხოვნილ 4 გამოცდაში; უმაღლესი პროფესიული პროგრამებისათვის - ზოგად უნარებში, ქართული ენისათვის მოსამზადებელ პროგრამაზე - ზოგად უნარებში შესაბამის ენაზე.
წელს სტუდენტი 22 236 აბიტურიენტი გახდა.