ორთაჭალაში მომხდარი ავარიის შედეგად 9 წლის ბავშვი დაიღუპა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც გორგასლის ქუჩაზე ბავშვს გადადიოდა და მას დიდი სიჩქარით მოძრავი ჯიპი შეეჯახა.
თვითმხილველების განცხადებით, ავტომანქანის მძღოლმა მოძრაობის წესები დაარღვია, წითელ შუქზე გაირა, რა დროსაც 9 წლის გოგო ქუჩა გადაკვეთა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ფეხით მოსიარულეს შეეჯახა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მანქანის მძღოლი პოლიციას თავადვე ჩაბარდა.